понедельник, 25 ноября 2019 г.

ამოცანების ამოხსნა, ფულის რაოდენობის შეკრება და გამოკლება


                                              შიდა შფასების გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლები, სახელი გვარი, პირადი ნომერი: არმინე ტონაკანიან(05001001866)
საგანი: მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი /IV კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 15
გაკვეთილის თემა: ამოცანების ამოხსნა, ფულის რაოდენობის შეკრება და გამოკლება
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლემ შძლოს ლარისა და თეთრების შეკრება/გამოკლება.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
მისალმების შემდეგ
ვამოწმებთ საშინაო დავალებას და გაუგებარი სავარჯიშოების შემთხვევაში ვასრულებთ სავარჯიშოებს.ამის შმდეგ მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის ახალ თემას,მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკა
3წთ
2
ძველი გაკვეთილის კავშირი ახალ გაკვეთილთან. მივმართავ მოსწავლეებს კითხვებით:
·         რა იყო ჩვენი გაკვეთილის გეგმა?
·         გამოკლების რომელი მეთოდი გამოიყენეთ დავალების შესრულების დროს?
·         შეგვიძლია თუ არა ჩვენი ნასწავლის გამოყენება ამოცანების ამოხსნაში?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი

5წთ
3
ახალი მასალის გადმოცემა
·         ახალი მასალის გადმოცემამდე მე,კიდევ ერთხელ შევახსენებ ბავშვებს გაკვეთილის მიზანს
·         მოსწავლემ შძლოს ლარისა და თეთრების შეკრება/გამოკლება.
·         მოსწავლეებს მივმართავ რამდენიმე მაგალითით სადაც გამოყენებული იქნება ლარებში და თეთრებში შეკრება,გამოკლება.მოსწავლეები  სხვადასხვა პასუხებს დამიბრუნებენ.
·         ამის შემდეგ ვთხოვ ყურადღება გადაიტანონ ეკრანზე
·         სლაიდის საშუალებით ავუხსნი თუ როგორ უნდა შვკრიბოთ ან გამოვაკლოთ ლარები და თეთრები.
 თავდაპირველად მათ ავუხსნი რომ 1 ლარი უდრის 100 თეთრს,შემდეგ მაგალითის საშუალებით მათ ავუხსნი ,რომ 1ლ20 თეთრი შეგვიძლია წარმოვადგინოთ როგორც 120 თეთრი ,ხოლო 5ლარი 500 თეთრი.მაგ:500-120=380,ანუ 5ლარს გამოკლებული 1ლ20 თეთრი უდრის 3ლ80თეთრს

ვერბალური ახსნა, კითხვა პასუხი
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი


10წთ
4
ვასრულებთ სავარჯიშოებს კომპიუტერით
·         თავდაპირველად თვალსაჩინოების მიზნით რამდენიმე მაგალითს მე შევასრულებ კომპიუტერით, შემდეგ შეასრულებენ მოსწავლეები.სწორი პასუხის შემთხვევაში პასუხი გადიდდება ეკრანზე,არასწორი პასუხის შემთხვევაში დარჩება იგივე ზომის
ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
კომპიუტერი, პროექტორი
7
5
ვასრულებთ დამოუკიდებელ სამუშაოს კომპიუტერით
·         იმედი მაქვს,რომ ყველასთვის გასაგები იქნებამოსწავლეებს ვთხოვ გადაშალონ სახელმძრვანელოების გვ.111,წაიკითხონ სავ.11 და 12და კომპიუტერში PowerPoint-ით შესარულონ და წარადგინონ.
კომპიუტერით მუშაობა
ინდივიდუალური
კომპიუტერი
სახელმძღვანელო

6
გაკვეთილის შეჯამება,შეფასება და საშინაო დავალების ახსნა.
გაკვეთილის შესაჯამებლად მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს
·         რა იცოდნენ?
·         რა ისწავლეს?
·         რა უნდათ რომ ისწავლონ?
მოსწავლეებ შეაფასებენ ერთმანეთს,ასევე გააკეთებენ თვითშფასებასაც,ბოლოს ყველას ნამუშევარს შევაფასებ მე.
საშინაო დავალება:
სახელმძღვანელოს გვ.110,სავარჯიშო 1,2,3,4,5
ინდივიდუალურ შეკითხვებს განვიხილავთ კლასში.



განმავითარებელი შეფასება
დავალება- ვერბალური ახსნა
მთელი კლასი, ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები.
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი  შედეგები:

მათ. IV.7.    მოსწავლეს შეუძლია ალგებრული გამოსახულების შედგენა და გამოყენება მარტივი ამოცანის ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ხსნის მარტივ პროპორციულ დამოკიდებულებასთან დაკავშირებულ ამოცანებს (რომლებშიც ერთეულის შესაბამისი რიცხვის მიხედვით საჭიროა რამდენიმე ერთეულის შესაბამისი რიცხვის გამოთვლა, მაგალითად, ერთეულის ღირებულების მიხედვით რამდენიმე ერთეულის ღირებულების გამოთვლა);

შეფასება:    მოსწავლეებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით .ვაფასებ ინდივიდუალურად , პრეზენტაციებს .მოსწავლეებს ვაძლევ  უკუკავშირს.ასევე მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий